ჩვენი პარტნიორები
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შვედეთის განვითარების საგენტო (SIDA)-სთან ერთად შეიმუშავა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
პროცესი ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი იყო, რომელიც შედგებოდა შესაბამისი სამსახურებისა და მხარეების ტრენინგებით, გადამზადებით, ადამიანური რესურსებისა და ტერიტორიის კვლევით, მუმდივ ანალიზითა და შეფასებებით.
დოკუმენტის შექმნის პროცესში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით მუნიციპალიტეტმა მონაწილეობითი დემოკრატიის მექანიზმი - მოქალაქეთა ასამბლეა გამოიყენა, სადაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მონაწილეობდა 36 მოქალაქე. მუნიციპალიტეტმა ასამბლეას წარუდგინა საკითხი ჭალის ტყის აღდგენა-განვითარების შესაძლო პერსპექტივებზე. ორთვიანი სამუშაო პროცესის შედეგად, ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ასამბლეის მიერ შემუშავდა და მუნიციპალიტეტს წარედგინა 60 რეკომენდაცია, რომელთა დიდი ნაწილი აისახა ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მიეცა საშუალება მდინარის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ტყის რეკონსტრუქციის პროექტის გაძლიერებისთვის მიიღო გარკვეული დაფინანსება ,,გარემოსდაცვითი ფონდიდან", რომლის საშუალებითაც დაიწყო რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების პროცესის დაწყება.